მოგესალმებათ ეგვიპტე

სტუმართმოყვარე ხალხი, 5000 წლიანი ისტორია, მზიანი ამინდები და საუკეთესო კურორტები. ეგვიპტეში გელით სრულფასოვანი და დაუვიწყარი დასვენება როგორც პლიაჟის მოყვარულთ, ასევე ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნახვით დაინტერესებულ ან/და წყლის და წყალქვეშა სპორტით გატაცებულ ტურისტებს. ეგვიპტე ღიაა 24 საათი დღე-ღამეში, 365 დღე-ღამე წელიწადში!

ტაბა

ტაბა

ტაბა ევიპტის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კურორტია. იგი გრანიტის მთებით და გამჭვირვალე ლაგუნებითაა გარშემორტყმული. ტურიზმის ძირითადი მიმართულებებია დაივინგი და საექსკურსიო ტურები... »»

ჰურგადა

ჰურგადა

ჰურგადა წითელი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. ტურიზმის ძირითადი მიმართულებებია პლაჟზე დასვენება, გართობა და საექსკურსიო ტურები. ჰურგადას ძირითად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ... »»

დაჰაბი

დაჰაბი

დაჰაბი ეგვიპტის კურორტებს შორის გამოირჩევა უნალექო სეზონებით და ზომიერი ტემპერატურით. ტურიზმის ძირითადი მიმართულებებია დაივინგი და ეკოტურიზმი. სწორედ დაჰაბის მიდამოებში მდებარეობს "დაივერების სასაფლაოდ" წოდებული ... »»

ეგვიპტის შესახებ

სფინქსი

ეგვიპტე მსოფლიო კულტურის მარგალიტი და მართლაც უნიკალური ქვეყანაა. იგი სამი კონტინენტის კულტურის - აფრიკის, აზიისა და ევროპის - გადაკვეთაზე მდებარეობს და მის ნაპირებს ხმელთაშუა და წითელი ზღვის ტალღები ელამუნება. ეგვიპტე მთელი მსოფლიოს ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ეგვიპტის ტურები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან მის ტერიტორიაზე მსოფლიოს ისტორიული საგანძურის თითქმის მესამედია თავმოყრილი.

ეგვიპტე გასაოცარი კონტრასტების ქვეყანაა. უძველესი არქიტექტურული ძეგლების გვერდით ულტრათანამედროვე და ფეშენებელურ შენობებს ნახავთ. ახალი წელთაღრიცხვის XXI საუკუნის სასტურმოდან გამოსულმა, ჩვენს წელთაღიცხვამდე XXI საუკუნის შენობაში შეიძლება შეაბიჯოთ.

ეგვიპტეში დასვენებით მიღებული შტაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. ეგვიპტე ხელგაშლილი ელის სიძველეების მოყვარულთ, პლიაჟზე დასვენების მსურველებს, წყლის და წყალქვეშა სპორტის მოყვარულთ.

პირამიდები

პირამიდები

ეგვიპტის პირამიდები უძველესი არქიტექტურის ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენენ. მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - ხეოფსის პირამიდა, რომელიც გიზაშია განლაგებული.

ეგვიპტური პირამიდები ასევე დგანან ნაგადში, აბიდოსში, საკარაში, დაჰშურში, მეიდუმში და ზავიეთ-ელ-ერიანში.

ტაბა

ტაბა

ტაბა ევიპტის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კურორტია. იგი გრანიტის მთებით და გამჭვირვალე ლაგუნებითაა გარშემორტყმული. ტურიზმის ძირითადი მიმართულებებია დაივინგი და საექსკურსიო ტურები.

ტაბას ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა ფარაონის კუნძული XIII საუკუნეში აგებული ციხე-სიმაგრით. კურორტიდან ახლოს მდებარეობს ასევე მოსეს მთა და ფერადი კანიონი.

ტაბას ტურიზმის ძირითადი მიმართულებები:

  • დაივინგი, დაივინგ-საფარი;
  • პლიაჟზე დასვენება;
  • ექსკურსიები (ქაირო, ფარაონის კუნძული, მოსეს მთა);
  • გართობა (სასტუმროებში, ფარაონის კუნძულზე);

სასტუმროები ტაბაში

სასტუმრო ტაბაში

ტაბა ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის სასტუმროებით. აქ თავმოყრილია მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი ბრენდის - Hyatt, Marriott, Sofitel, Hilton, Radisson SAS, Movenpick Resort, Sonesta, Hotel Morgana - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები. თუმცა არც შედარებით იაფფასიანი სასტუმროს პოვნა გაგიჭირდებათ.

ჰურგადა

ჰურგადა

ჰურგადა წითელი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. ტურიზმის ძირითადი მიმართულებებია პლაჟზე დასვენება, გართობა და საექსკურსიო ტურები. ჰურგადას ძირითად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს აბდულჰასან ელშაზის მეჩეთი, კოპტური ეკლესია, ჰურგადას შუქნიშანი და აკვარიუმი. ყველა ეს ღისშესანიშნაობა ქალაქის ძველ უბანში - დაჰარში იმყოფება.

პორტთან ახლოს განლაგებულია კომპლექსი "ნიუ-მარინა" - იახტების სადგომი და გასართობი ცენტრი. სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია უამრავი მაღაზია, რესტორანი და კეფე. სამხრეთ ნაწილში მდებარეობს აღმოსავლური დისნეილენდის სტილში გაშენებული "ათას ერთი ღამის სასახლე". ჰურგადადან 12 კმ. დაშორებით უდაბნოში მდებარეობს აფრიკული ეგვიპტის უმაღლესი წერტილი - გაბელ შეიბ-ელ-ბანათი (2187 მ.).

ჰურგადას ტურიზმის ძირითადი მიმართულებები:

  • პლიაჟზე დასვენება;
  • ექსკურსიები (ქაირო, ლუქსორი, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები);
  • ვინდსერფინგი, კაიტინგი, წყალქვეშა თევზაობა, სნორკლინგი, დაივინგი;
  • გართობა (სასტუმროებში, გასართობი კომპლექსი);
  • უდაბნოში გასეირნება (კვადროციკლებით, აქლემებით).

სასტუმროები ჰურგადაში

სასტუმრო ჰურგადაში

ჰურგადაში სასტუმროებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. მათ სხვადასხვა კლასი (ვარსკვლავების რაოდენობა) გააჩნიათ. არის როგორც დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული, კედლებით შემოსაზღვრული და საკუთარი პლიაჟის მქონე, ასევე ქალაქის ფარგლებში მდებარე უბრალო სასტუმროები. ჰურგადას ჩრდილოეთ ნაწილში სასტუმრო Zahabia Beach-თან და Arabia Beach-თან ახლოს არის მარჯნის რიფებიანი პლიაჟები.

დაჰაბი

დაჰაბი

დაჰაბი ეგვიპტის კურორტებს შორის გამოირჩევა უნალექო სეზონებით და ზომიერი ტემპერატურით. ტურიზმის ძირითადი მიმართულებებია დაივინგი და ეკოტურიზმი. სწორედ დაჰაბის მიდამოებში მდებარეობს "დაივერების სასაფლაოდ" წოდებული წყალქვეშა მღვიმე "ცისფერი ხვრელი".

დაჰაბის ღირსშესანიშნაობებთაგან აღსანიშნავია ძველი ქალქი - მასბათი, ნაბატეველთა პორტის ნანგრევები, უკვე ნახსენები "ცისფერი ხვრელი", ახლოს მდებარე "წმინდა ეკატერინეს მონასტერი" და შემოგარენში არსებული ბედუინების სოფლები.

დაჰაბის ტურიზმის ძირითადი მიმართულებები:

  • ვინდსერფინგი, კაიტინგი, დაივინგი;
  • ეკოტურიზმი;
  • ექსკურსიები ("წმინდა ეკატერინეს მონასტერი", ბედუინების დასახლებები);
  • პლიაჟზე დასვენება;
  • უდაბნოში გასეირნება (კვადროციკლებით, აქლემებით).

სასტუმროები დაჰაბში

სასტუმრო დაჰაბში

ახალ უბნებში: მუბარაქი, მედინა და დაჰაბის ლაგუნა, განლაგებულია ფეშენებელური სასტუმროები და ვინდსერფინგის სასწავლო ცენტრები. ძველი ქალაქის სანაპიროზე კი მიჯრით ჩამწკრივებულია იაფიანი კემპინგები და მცირე სასტუმროები.